|
2019-05-30 14:01:54, 748 ნახვა
საზოგადოება
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან 3 წელი შესრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ცენტრის უდიდეს როლზე გაამახვილა, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის როგორც ქართულ მხარეს, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და JTEC-ის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით: „გვაქვს განსაკუთრებული აღიარება. ამას მოწმობს გუშინწინ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ის ამ წარმატების საფუძველზე აღიარებს აღნიშნული ინიციატივის გაფართოების შესაძლებლობას, რაც ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფაში გამოიხატება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ტრანსფორმირება“. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 14 პროექტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინიციატივაა და საქართველოს თავდაცვის ძალების სწრაფი განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის მისაღწევად, განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)