|
2019-05-29 16:21:02, 1044 ნახვა
საზოგადოება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები წესდება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მძღოლებისთვის ახალი ჯარიმების დაწესებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა. ახალი ჯარიმების დაწესებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილების თანახმად, თუ მძღოი სატრანსპორტო საშუალებით ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში (BUS LANE) გაივლის, გააჩერებს მანქანას ან დადგება, ის 100 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, 50-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერებაზე, დგომაზე ან მოძრაობაზე. ამავე ცვლილებების მიხედვით, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება თუ მისი სატრანსპორტო საშუალება გზაზე გაჩერდება ან დადგება რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან "TEST" ნომრის გარეშე. თუმცა თუ დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან "TEST" ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)