|
2019-05-29 13:42:24, 882 ნახვა
საზოგადოება
კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს
ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა. უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 - ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს. ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ლესელიძეზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)