19:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 11:55:21, 757 ნახვა

საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების ფორმას ნერგავს. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა.

კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.  ელექტრონული კურსის გავლა უფასოა და მისი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის არსი, მნიშვნელოვანი მიღწევები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები. 

ელექტრონული კურსის გასავლელად საჭიროა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://landregistration.gov.ge/ka/login  თქვენს მიერ მითითებული სარეგისტრაციო მონაცემებით შეგიძლიათ კურსს გაეცნოთ შეუზღუდავი სიხშირით.

ელექტრონული კურსი - „მიწის რეგისტრაცია“ მოიცავს სამ მოდულს. ყოველი მოდულის ბოლოს მონაწილემ  უნდა შეასრულოს 10 ტესტური დავალება.  ელექტრონული სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა მონაწილემ სწორად უპასუხოს ტესტური დავალებების 70%-ს.

კურსი შემუშავდა  იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ გრანტის ფარგლებში. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics