|
2019-05-28 16:18:58, 722 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მეცხოველეობის განვითარების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ პრეზენტაციას დაესწრო. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო მრავალსექტორული თანამშრომლობა არსებობს. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი დასტურია ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავისი შინაარსით სოფლად მცხოვრები ადამიანების გამოწვევებს პასუხობს. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და პროექტს უმნიშვნელოვანესი უწოდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ახალ პროექტზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O`Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანს ასევე წარმოადგენს, საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა. პროექტი 5 წლიანია. ბიუჯეტი 14.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ღონისძიებას შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)