|
2019-05-27 13:25:14, 897 ნახვა
საზოგადოება
„შეყავთ ჩვენში საწამლავი, რომ კაიფში გავიპაროთ მთელი ქვეყანა“ - მამა საბა გარეჯში არსებულ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს
მამა საბა დავით გარეჯში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. როგორც სასულიერო პირმა ქადაგების დროს აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვები არასწორია. მან ხელისუფლებას აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ და ვითარების მოგვარებისკენ მოუწოდა. „მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სამთავრობო დონეზე და უნდა შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი და უნდა უკან დაეხიათ აზერბაიჯანელებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ასე არ ხდება და ნეტავ, ვისი ბრალია? ჩვენი ბედოვლათი მთავრობის, მე ვიტყოდი ასე და ნებისმიერ მათგანს ვეტყვი ამას პირში. მე ამათ უნიათოებს არ ვეძახი რა, ესენი მტრები არიან, შეგნებული მტრები არიან ქვეყნის და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე და თუ ეს ასე არ არის, ნებისმიერ მათგანს გამოვიწვევ სატელევიზიო დებატებში. გამოფხიზლების დროა, ერთიანი დიდი გამოფხიზლების დროა და ჩვენ გვძინავს, ცუდად გვძინავს ძალიან. ეს მტერი ყველაზე მზაკვრული მეთოდებით, ყველაზე დახვეწილად გვებრძვის ჩვენ, ისე, რომ ძილიდან არ გამოვფხიზლდეთ, გაბრუებულები ვიყოთ, მთვრალები ვიყოთ, აგერ, ნარკოტიკებს გვიკანონებენ, ყველაფერს გვიკეთებენ იმისთვის, ოღონდაც ჩვენ არ გამოვფხიზლდეთ, ოღონდაც არ მივხვდეთ როგორ ვიღუპებით ნელ-ნელა, როგორ გვკლავენ, როგორ გვხოცავენ, როგორ ნელ-ნელა შეყავთ ჩვენში, ჩვენს შვილებში საწამლავი, რომ დაგვხოცონ, გაგვანადგურონ, ოღონდაც ეს ვერ გავიაზროთ და კაიფში გავიპაროთ მთელი ქვეყანა და საერთოდ არაფერს მოგვაკლებენ“, - განაცხადა მამა საბამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)