|
2019-05-27 11:59:32, 815 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის მე-11 დღე - ჭიათურაში, მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი უკვე მე-11 დღეა გრძელდება. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად ქალაქში სავაჭრო ობიექტები დაიხურა. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. მოსახლეობა მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვს. „უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი შვილებიანად და ვდგავარ ქუჩაში. გაიფიცა ყველაფერი, იმედია დაგვეხმარებიან,“-ამბობს აქციის მონაწილე. მანამდე, 25 მაისს მაღაროელების აქციას სოლიდარობის ნიშნად, ზესტაფონის „ფეროს“ და ტყიბულის შახტის მაღაროელებიც შეუერთდნენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მაღაროელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. გარდა ამისა, გაფიცულები სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ. ცნობისთვის, დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელბა, რომლის თანახმადაც კომპანიის წარმომადგენლები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, მათ გარკვეული პირობები შესთავაზეს, თუმცა მაღაროელებმა შეთანხმებაზე უარი თქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)