|
2019-05-26 18:34:39, 1016 ნახვა
საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი: სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას ისტორიულად უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახილა რეგიონისა და აქ მაცხოვრებელთა ისტორიულ როლსა და მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის. "თითოეული ქართველი ვალშია აქაურთა წინაშე, ვინც არ მიატოვა ეს ულამაზესი კუთხე, უძლებს ყველა გაჭირვებას, ბუნების სიმკაცრეს და ფხიზლად დარაჯობს ჩვენი ქვეყნის კარიბჭეს... მადლობა ამისთვის,'' - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ამ წუთებში „ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია". 2019 წელს დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)