15:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 12:11:35, 1071 ნახვა

საზოგადოება
​„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა

გაზგამანაწილებელი კომპანიის 15-მილიონიანი სოციალური პროექტი - თბილისის 25 000 აბონენტის ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის მრიცხველი ახლით ჩანაცვლდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა სამსახურმა დედაქალაქის 25 000 აბონენტს ექსპლუატაციიდან გამოსული გაზის ძველი, 1998-2000 წლებში დამონტაჟებული მრიცხველი უსასყიდლოდ შეუცვალა. მათ ნაცვლად კი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლებს ახალი, თანამედროვე გაზის მრიცხველები დაუმონტაჟდათ.

საერთო ჯამში, კომპანია დედაქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად, 150 ათასი გაზის მრიცხველის ჩანაცვლებას გეგმავს. უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2,5 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო, ქსელის განახლების გარდა, მრიცხველების ჩანაცვლების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს სცდება. გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქში ამორტიზებული მილსადენების ჩანაცვლების პროგრამასაც იწყებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics