|
2019-05-21 12:25:17, 1101 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: NDI-ის კვლევასა და არჩევნების შედეგებს შორის ყოველთვის დიდი აცდენებია
NDI კვლევასა და არჩევნების შედეგს შორის ყოველთვის დიდი ცდომილებაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ის კვლევის შედეგებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. როგორც მან განაცხადა, მთავარი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდს 61%-იანი მხარდაჭერა აქვს. „მთავარი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია, რომელიც გუშინწინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 12 პროცენტმა მიიღო. ეს განზოგადების საშუალებას იძლევა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 61 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. აცდენები ყოველთვის არის რეიტინგებსა და არჩევნების შედეგებს შორის. არ ვიცი, ამას რა მიზეზი აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არჩევნების თანახმად, ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ აქვს 61 პროცენტიანი მხარდაჭერა. ეს არ იყო ოლქები, სადაც „ქართულ ოცნებას“ საშუალოზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება, საშუალოზე დაბალიც არის, თუ წინა არჩევნების შედეგებს ავიღებთ. ასეთ რეგიონებშიც კი, 61-მა პროცენტმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)