|
2019-05-21 11:40:22, 1167 ნახვა
პოლიტიკა
NDI - პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში დავით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე დალიდერობენ. კერძოდ, გამოკითხულთა 40%-ს დავით სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12%-ს უარყოფითი; 32%-ს კი, არც დადებითი და არც უარყოფითი. რაც შეეხება თბილისის მერს, დადებითი დამოკიდებულება მის მიმართაც გამოკითხულთა 40%-ს აქვს, 18%-ს უარყოფითი, 34%-ს არც დადებითი, არც უარყოფითი. რეიტინგში მესამე ადგილზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 31%-ს აქვს, უარყოფითი 32%-ს, ასევე 32%-ს არც დადებითი, არც უარყოფითი. შემდეგ პოზიციებზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე არიან. მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 28%-მა დააფიქსირა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)