|
2019-05-20 16:33:01, 1088 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ ანგურიძე: კრისტინ ლაგარდის ვიზიტი მთავრობის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის ცალსახა მხარდაჭერაა
კრისტინ ლაგარდის ვიზიტი სავალუტო ფონდის მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა,- ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის საქართველოში ვიზიტს. მისი თქმით, კრისტინ ლაგარდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო გზავნილი გააჟღერა. „გაცვლითი კურსის მოქნილობა და დამცავი ბუფერის არსებობა ეს არის ძალიან საჭირო ინსტრუმენტი სავალუტო პოლიტიკისას, რადგან ჩვენნაირი ეკონომიკები, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი იმპორტზე, მუდმივად არიან სავალუტო რისკების ზღვარზე. ლაგარდი აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგულაციების არსებობა, რომელიც დააბალანსებს გარე შოკებს. მისი ვიზიტი არის ცალსახა მხარდაჭერა სართაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკი და მთავრობა“,- წერს ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)