|
2019-05-20 15:18:39, 1212 ნახვა
პოლიტიკა
კრისტინ ლაგარდი პრემიერს: ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმა, მინდა მოგილოცოთ
მინდა მოგილოცოთ, ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმის პროგრამის ხარისხი, ბაღიდან უმაღლესი განათლების და მეცნიერების ჩათვლით, - ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სსფ-ის მმართველი დირექტორის შეფასებით, ხარისხი გადამწყვეტია და საქართველოში არის ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი პლატფორმა. „მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით და ინვესტორებისთვის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ქვეყნის განვითარებისთვის, სასამართლო სისტემის დახვეწისთვის, რაც არის დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოში არსებობს რეფორმების განმაპირობებელი პლატფორმა. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ბატონო პრემიერო", - მიმართა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)