|
2019-05-20 13:06:11, 1136 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ყველა თანამოქალაქემ უნდა შეიგრძნოს, რომ ივანიშვილის რეჟიმი სახიფათოა
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ბრძოლა ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით უნდა გამოუცხადონ. დეკანოიძის თქმით, ბრძოლის მთავარი მექანიზმი მოსახლეობასთან კარგი კომუნიკაცია და იმ გზავნილის მიტანაა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის „ივანიშვილის რეჟიმი“ სახიფათო. „ბრძოლა არის ჩვენი, ჩემი მეგობრების, ჩვენი პარტიის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, არჩევანი. ყველა მეთოდით და განსაკუთრებით, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან კარგი, ძლიერი კომუნიკაცის საშუალებით. უნდა მივიტანოთ მთავარი გზავნილები, რატომ არის ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის, რატომ არის საფრთხეში ჩვენი ქვეყანა, ყველა შესაძლო მექანიზმით, ყველა შესაძლო ბერკეტით, სამართლიანი არჩევნების მოპოვების მცდელობით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიგრძნოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. გაერთიანებული ოპოზიცია და პროდასავლური პარტიები შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ პროპორციული არჩევნების შემოღება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის აქციები, მათ შორის კომუნიკაცია, ყველა შესაძლო ეფექტური მექანიზმი“, -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)