|
2019-05-20 12:47:01, 1088 ნახვა
საზოგადოება
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 50% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 39% კი თვლის რომ ეს ცუდი მოვლენა იყო, 11%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. 2018 წლის მარტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოსთვის კარგ მოვლენად საბჭოთა კავშირის დაშლას 43% მიიჩნევდა, უარყოფითად 42% აფასებდა, არ იცოდა 14%-მა. 2017 წლსი აპრილში კი, მოსახლეობის 48% ამბობდა, რომ საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 42% კი ამბობდა, რომ ცუდი იყო, არ იცოდა 10%მა. აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)