01:13 - 06 Aug, 2026
|
2019-05-20 01:59:38, 1272 ნახვა
პოლიტიკა
ხულოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ხულოს საარჩევნო ოლქში ხმების დათვალ დასრულებულია. წინასწარი ინფორმაციით, 54-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. კერძოდ, ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე - 70%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - ირაკლი ჯორბენაძე 23.7%; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე - 3.63%; საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი როლანდ აბულაძე - 1.3%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ხულოში ამომრჩეველთა აქტივობამ 58,21% შეადგინა, რაც რიცხვობრივად 24 123 ამომრჩეველია.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)