|
2019-05-19 23:40:49, 1040 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ბახტაძემ ყველას მოუწოდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის დათვლის საშუალება მშვიდ ვითარებაში მისცეს. "ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების დათვლა. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო, მივცეთ კომისიას საშუალება, მშვიდ გარემოში დაასრულოს საქმიანობა, ისე, როგორც შეეფერება ჩვენს საარჩევნო გარემოს და იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც საქართველო ამკვიდრებს. ჩვენთან შემოსული ინფორმაციით, ყველგან ლიდერობენ და პირველსავე ტურში იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ სავარაუდოდ გვექნება მეორე ტური. მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართადამცავებს, ვინაიდან დღეს თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ იხილა მათი ძალიან მაღალი როფესიონალიზმი. ჩვენ ვსაუბრობთ არა მოლოდინებზე, არამედ ჩვენი ამომრჩევლის მიერ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში დაფიქსირებულ არჩევანზე. ყველამ მოისმინა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთელ იხილა, როგორი სტანდარტის არჩევნებს ვატარებთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს. მივცეთ საშუალება საარჩევნო კომისიას, ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში დაასრულოს მუშაობა, რათა ყველას გვქონდეს საბოლოო ციფრები", - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)