|
2019-05-19 18:45:42, 1099 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ორ ოლქში მეორე ტურის დანიშვნას არ გამორიცხავს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ორ ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას არ გამორიცხავს. მდინარაძე არ აკონკრეტებს, თუ რომელ ოლქებზეა საუბარი. "რა თქმა უნდა, მეორე ტურის ალბათობა არის, მათ შორის ორ ოლქში, და აქედან გამომდინარე, ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ თუ იქნება მაღალი აქტივობა, თუ გააქტიურდებიან ჩვენი მხარდამჭერები, ამომრჩევლები ზოგადად, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ნაკლებია მეორე ტურის ჩატარების შანსი. ჩვენ წინასწარ ზედმეტ პროგნოზებს ნუ გავაკეთებთ. საღამოს ჩვენ გვექნება გარკვეული მონაცემები და როგორც კი გარკვეული მონაცემები იქნება, მედიას და საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში. მე შემიძლია დაბეჯითებით და მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ და აქედან გამომდინარე, თამამად ვამბობთ, რომ შესაძლებელია პირველივე ტურშიც კი გაიმარჯვონ მათ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)