|
2019-05-19 16:54:15, 1026 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემა არ დაფიქსირებულა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მკაცრად მოწმდება. „მინდა განცხადება გავაკეთო პირადობის მოწმობების საფუძველზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ხდება მათი იდენტიფიცირება ბიულეტინების გაცემამდე. ამასთან, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტინის გაცემასთან დაკავშირებით არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)