12:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 16:35:44, 925 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადები 2019 წლის 17-დან და 26 მაისამდე მიიღება.

კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

კონკურსი  შედგება ორი ეტაპისგან - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. მთავრობის მეთაურისგან კი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს 2 კანდიდატურა წარედგინება.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics