12:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 13:54:32, 1150 ნახვა

საზოგადოება
19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი და 11 542 დამკვირვებელი დააკვირდება

19 მაისის არჩევნებს მედიის 1 917 წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციების 47 და 6 130 ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით, არჩევნებს ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5 365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე როგორც მედია ორგანიზაციებს მოეხდინათ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია.

შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედური არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებულია:

49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი;

7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 47 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი;

45 მედია ორგანიზაციის 1917 აკრედიტირებული წარმომადგენელი.

ამასთანავე, ხსენებული არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი“, - აცხადებენ ცესკოში.

 

დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართულ სტატისტიკის დოკუმენტში:


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics