12:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 13:44:32, 988 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ათზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება, მათ შორის, ფალიაშვილის N44-ში, შპს „ოკრიბას“ მიერ წყლისა და წყალარინების ახალი, შიდა ქსელი ეწყობა. 

პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე დაფინანსდა. აღნიშნული მისამართის მცხოვრებლებს გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოდან გიორგი მუსხელიშვილი შეხვდნენ.  

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება წყნეთში. გზების განახლება 10-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მაია წყნეთელის I შესახვევში, „გ“ ზონაში, მაია წყნეთელის II ჩიხში კი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო სივრცედა დაირგვება მცენარეები. 

„ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყნეთში, გასული წლების მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განვაგრძობთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად, 12 მისამართზე ხორციელდება, რაც წყნეთის მოსახლეობისთვის და დამსვენებლებისთვისძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დავიწყეთ სკვერის კეთილმოწყობა „გ“ ზონაში. შესაბამისად,ადგილობრივებს ზაფხულისთვისკიდევ ერთი დასასვენებელი სივრცეექნებათ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. 

საგზაო სამუშაოებს წყნეთში შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ, ხოლო სკვერის განახლება კომპანია „ინტერტექნოლოგს“ დაევალა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics