|
2019-05-17 13:03:14, 1042 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: ზუგდიდში ჩვენი 1400 წარმომადგენელი, 2000-მდე NGO და 1000-მდე მოხალისე ჩაგვყავს
„ზუგდიდში ჩვენ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი“, -ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით ასევე, ზუგდიდში წარმოდგენილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის 2000-მდე წარმომადგენელი. „ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს ქართული ოცნება, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)