|
2019-05-16 22:28:06, 1088 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები
„დაუშვებელია მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ღირებულებებისგან გადახვევა, რაზეც არის დაფუძნებული საეთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბუნებრივია, საქართველო ერთგულია ამ პრინციპების და ჩვენი პოზიცია იქნება სწორედ ამ პრინციპების შესაბამისი" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების თემაზე კომენტირებისას. „ის ვითარება, რომელიც შექმნილია დღეს მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, დიდ წილად არის განპირობებული იმით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისი ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო დღის წესრიგს თავდაყირა აყენებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ბუნერივია, ჩვენც ამ პრინციპის ერთგული ვართ"-განაცხადა ზალკალიანმა. საქართველოს დელეგაცია საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)