11:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 15:52:11, 882 ნახვა

საზოგადოება
თბილისი პრობაციის ევროპული კონფედერაციის მე-12 ფორუმს მასპინძლობს

თბილისი პრობაციის ევროპული კონფედერაციის მე-12 ევროპულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ევრაზიის ქვეყნებში“ თბილისში პირველად ტარდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გახსნა.

მან მადლობა გადაუხადა  პრობაციის ევროპული კონფედერაციის წარმომადგენლებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების თბილისში ჩატარებისთვის და ვრცლად ისაუბრა პენიტენციური და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. 

„საერთაშორისო კონფერენცია „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ევრაზიის ქვეყნებში“ ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები გაეცნონ პრობაციის სისტემაში მიმდინარე სიახლეებს, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, გააძლიერონ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები სამომავლო თანამშრომლობისთვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და  2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულად შეესაბამება უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, თავისუფლებააღკვეთილ პირთა ღირსების და პიროვნების დაცვის კუთხით.  ჩვენს სისტემაში მიმდინარე რეფორმები წარმოადგენს ბოლო წლებში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის  თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მოდერნიზაციას ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ფორუმში პრობაციის ევროპული კონფედერაციის პრეზიდენტი ჯერი მაკნელი, კონფედერაციის წევრი სახელმწიფოების 50 დელეგატი და მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. ღონისძიებას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. 
ორდღიანი ფორუმი პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP)  ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციას და რეინტეგრაციას ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, როგორიცაა: პირობითი მსჯავრი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მედიაცია და შერიგება. ამასთან, „CEP“-ის მიზანია, გააძლიეროს პრობაციის მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე, ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ამ სფეროში დასაქმებული პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას. 
გასულ წელს ანალოგიურ ფორუმს ხორვატიამ უმასპინძლა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics