|
2019-05-16 00:46:09, 936 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია ზუგდიდელებისთვის
ზუგდიდიში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი. ჩიქოვანი მომხდარს ამაზრზენს და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს. ,,ის, რაც ზუგდიდში მოხდა არის ამაზრზენი და უტიფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის. "ნაციონალური მოძრაობა", ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ცდილობს აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლია ყველას თავისფლად და მშვიდად. მათ შეუძლიათ მიმართონ პოლიციასაც, საკრებულოსაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც, ამაში ხელს არავინ არ უშლით, მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან მათ უნდათ გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს აქ არ გაუვა, ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა, დაიღალა ეს ქალაქი იმით რომ "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს, ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატის საარჩევნო შტაბის უფროსი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შევარდნას პროვოკაციულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საკრებულოში წერილის შეტანას ერთი ადამიანი სჭირდებოდა და არა 200 აქტივისტი, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. „ ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცველი ორგანოებისთვის. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა, ასევე მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და პირდაპირ ვეუბნები მათ რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს პროვოკაციები, რომლებზეც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, გამოიჩინეთ სიმშვიდე, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ სამართალდამცველებს და მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა, რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში, 19 მაისს ეს ყველაფერი დამთავრდება” ,- განაცხადა ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას ირაკლი ჩიქოვანმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)