|
2019-05-15 16:51:20, 1079 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქობულია თანამდებობის გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად მის ზედმეტ პრინციპულობას ასახელებს
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობის გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად მის ზედმეტ პრინციპულობას ასახელებს. მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშვნამდე მან მიიღო არაფორმალური თამაშის წესების შესახებ დაპირებები, რომელიც გარკვეულწილად არ შესრულდა. "ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს იყო იმ საკითხების კრებული, რომელიც დღეს მე აქ გავაჟღერე, რომელთა შესრულებასაც, შეიძლება მე ჩემი მხრიდან ძალიან დაჟინებით ვითხოვდი ბევრი მიმართულებით. ალბათ, ყველა ეს საკითხი სრულ თანხვედრაში არ იყო. მაგალითად, მიახლოებით, რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი, მაგალითად ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის არსებობა სხვადასხვა სექტორებში. იგივე, როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვის და იმპორტის სისტემის ჩამოყალიბება. აი, ეს საკითხები იყო, რომელშიც ალბათ ჩვენ ვერ ვიპოვეთ საერთო ენა. შემდეგი რაც მე მინდოდა მეთქვა, მე ალბათ რაღაც საკითხებში ზედმეტად პრინციპული აღმოვჩნდი. მე არ მჩვევია და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო ის, რომ არ ვუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ფუნდამენტალურად არ მესმის და არ ვეთანხმები. ეს არ იყო ერთი და ორი საკითხი, ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. მე, ჩემი აზრით, საქართველოს რეალობის ძალიან კარგი აღქმა მაქვს და დამერწმუნეთ, რომ ბევრზე უკეთესად მესმის რა არაფორმალური წესები შეიძლება არსებობდეს და მე ამ არაფორმალურ თამაშის წესებზე მქონდა ძალიან ღია და გახსნილი მოლაპარაკება, სანამ ამ თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა წესებით. მაგრამ, ეს ყველაფერი არ გამართლდა და, სამწუხაროდ, რაღაც გამონაკლისები მოხდა", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)