|
2019-05-14 14:06:01, 1268 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე: სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, დადოს მყარი არგუმენტები ამ საქმეზე
სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, დადოს ძალიან მყარი არგუმენტები, - ასე გამოეხმაურა სახლახო დამცველი, ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდს. როგორც მან განაცხადა, ომბუდსმენის აპარატმა არაერთხელ მიმართა საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის საქმის ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით. „შეწყალების უფლება ეს არ არის უფლება. ეს არის პროცედურა და ადამიანის უფლებების ჭრილში ვერ განვიხილავთ შეწყალების პროცედურას. თუმცა, რაც შეეხება მისი საკნიდან გაყვანის გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არსებობს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. თითზე ჩამოსათვლელი გადაწყვეტილებები აქვს სტრასბურგის სასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ინტერესით და ყურადღებით, მის აღსრულებას დააკვირდება სტრასბურგი და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, რომ დადოს ძალიან მყარი არგუმენტები“, - განმარტა ნინო ლომჯარიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)