|
2019-05-14 13:19:11, 1204 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის 100 პროცენტით ევროპული ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომლის მიღწევები მისასალმებელი და თვალშისაცემია. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს. საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. მხარეების შეფასებით, სწორედ ამის დასტურია ევროკავშირის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის შეხვედრა გასული წლის ნოემბერში ბრიუსელში შედგა. მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისში "ევროპული სკოლის" გახსნა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული დონის განათლების მიღების საშუალებას მისცემს. მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)