|
2019-05-10 17:00:54, 1713 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია, რომ სოლოლაკი-ბოტანიკური ბაღის გვირაბი ივანიშვილის ეკუთვის, სიცრუეა
თავდაცვის სამინისტრო სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ინფორმაცია თითქოს ის რომელიმე კონკრეტული კერძო პირის ინტერესებშია, გამორიცხულია. მოგახსენებთ, რომ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში ცალკეული პირების მიერ სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც, ასევე მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებას. გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ბრალდებები, თითქოს აღნიშნული გვირაბი რომელიმე კონკრეტული კერძო პირის ინტერესებშია თეორიულადაც კი სრულიად გამორიცხულია. ცხადია, საიდუმლო ობიექტების ფუნქციური დანიშნულების შესახებ უწყებას არ შეუძლია საჯარო ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო ობიექტების შესახებ ინფორმაციასა და მათი დანიშნულების შესახებ მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოვეკიდოთ უფრო ფრთხილად და ყურადღებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)