|
2019-05-10 15:18:57, 1359 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა
vრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, როგორც ცენტრალურ, ისე მუცინიპალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება, თუმცა ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სახსრების გაზრდის შემდეგ თანხების გარკვეულწილად გამოწვევას წარმოადგენდა. „მე გუნდს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დავუსახე, შეგვეცვალა პროცედურები და მიდგომები ისე, რომ საზოგადოება და ჩვენც დავრწმუნდეთ, რომ ამ მასშტაბური ინვესტიციების ათვისება ხდება დროულად, ვადაში და სწრაფი ტემპით. ამ ნაწილში, შარშანდელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აითვისა 350 მილიონი ლარი, ანუ გასულ წელთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გეგმას გადააჭარბა 27%-ით, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 17%-ით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის შეფასებით, სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მუნიციპალიტეტების დონეზეც. „ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ წელს ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 261 მილიონ ლარზე მეტია, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება. აქაც მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, საუბარია ფაქტობრივად 100-პროცენტიან შესრულებაზე. იმის ფონზე, რომ შარშან ამ პერიოდში იყო 73-პროცენტიანი შესრულება და გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე გვაქვს თითქმის 100-პროცენტიანი შესრულება, არსებობს საფუძველი, ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროგრესზე. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 207 მილიონი ლარის ღირებულების 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს ძალიან ოპტიმისტური და დამაიმედებელი შედეგებია", - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა და მათ კიდევ უფრო მეტი ტემპისკენ მოუწოდა. „ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი, ცვლილებებმა პროცედურებსა და მიდგომებში უკვე მოგვცა კონკრეტული შედეგი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ თვეებში მეტი სახსრები გვაქვს მიმართული აღნიშნულ პროექტებზე, კიდევ უფრო უნდა მოვინდომოთ და უკეთესი შედეგი დავდოთ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)