|
2019-05-09 11:07:20, 1251 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი შენგელია: ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია, დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა
ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. პრემიის პირველი დაჯილდოების ცერემონიალს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაესწრო. ,,ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. ზუგდიდი ნამდვილად არის ევროპული ქალაქი თავისი წარსულით და მომავლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებული წლები, მათი კავშირი და ურთიერთობა დადიანების ოჯახთან. მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელის გამოვლენა, ვულოცავ ქალბატონ ნინო კალანდარიშვილს ამ წარმატებას. ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“ განაცხადა გიორგი შენგელიამ. დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და ის მშვიდობის დარგში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)