|
2019-05-08 10:49:50, 1437 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს
"ქართული ოცნების“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს სანდრა რულოვსს დებატებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იწყვევს, რადგან იმედში მისვლაზე რულოვსმა უარი განაცხადა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ ,,პირისპირ“ გააკეთა. ,,ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ სხვადასხვა საკითხზე - მე მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონ სანდრა რულოვსი დებატეში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლზე“, სადაც შეგვეძლება ყველა ამ საკითხზე პირისპირ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გადაცემაში "პირისპირ". „ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმათულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, ამიტომ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობდე და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო , რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს’,’ - განაცხადა შენგელიამ. მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის ინფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დემოკრატიის აუცილებელი პრინციპია. შენგელიამ იმედის ეთერში საკურთარ პროგრამაზე და გეგმებზე ისაუბრა. სანდრა რულოვსმა კი გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც გადაცემის წამყვანმა განაცხადა, მასთან მოლაპარაკებას ტელევიზია 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)