|
2019-05-05 11:23:39, 1252 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება მნიშვნელოვანია
ნებისმიერი საზოგადოებისა და ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარისა და ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "შაბათის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესებას. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. მახათას მთაზე აშენდება ახალი საცხოვრებელი უბანი ჩვენი ოფიცრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. საუბარია 700-მდე ოჯახზე, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა დასრულდება ჩვენ დავიწყებთ მყისიერად მეორე პროგრამას. ამ შემთხვევაში ეს იქნება გათვლილი 2000 ოფიცერზე და ეს არის სწორედ ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ გვსურს, რომ სოციალური პაკეტი და ამავე დროს რწმენა ნათელი მომავლის აუცილებლად იყოს ჩვენს ოფიცრებში, ჩვენს ჯარისკაცებში. ეს არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ხალხი. მე ვარ განსაკუთრებით ამაყი, როდესაც ვისმენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან შეფასებას ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ეს არის ყოველთვის საუკეთესო და ეს არის მართლაც ძალიან დიდი სიამაყის მომგვრელი". - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა გაგრძელდება და ამ მიმართულებით არაერთი სიურპრიზი იქნება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)