04:57 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 17:02:40, 1347 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრი IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 21 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის I ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებს 100, 200 და 300 მეტრიანი დისტანციის დაძლევა მოუხდათ. II და III ეტაპზე გადასული გუნდები უკვე 500-დან 700 მეტრამდე და 500-დან 900 მეტრამდე დისტანციებზე სროლაში შეეჯიბრნენ.

ჩემპიონატს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან სპეციალურად ტურნირისთვის დაკომპლექტებული კომისია აკვირდებოდა.

 

გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. შეჯიბრში II და III ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს და სამხედროებს შესაბამისი მედლები და სიგელები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ ქვედანაყოფს და 2 სამხედროს სიგელებთან ერთად ჩემპიონატის თასიც გადაეცათ.

გუნდურში პირველი ადგილის მფლობელი 531 ქულით სპეციალური ოპერაციების ძალები გახდა; მეორე ადგილი 523 ქულით V ქვეით ბრიგადას ერგო წილად, ხოლო მესამე ადგილზე 518 ქულით IV მექანიზირებული ბრიგადა გავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics