|
2019-04-30 13:08:56, 1268 ნახვა
პოლიტიკა
ლილიან მორი პასკიე - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია
ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია. „საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია ნათელია - არ ვეგუებით ოკუპაციას და ძალიან გვაღელვებს ეს ფაქტი. ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ძირითადად ვეყრდნობით ხოლმე გენერალური მდივნის ანგარიშს, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას საქართველოს თაობაზე. არსებობს შემაშფოთებელი ფაქტები და ეს ძალიან გვაღელვებს. ჩვენი შესაძლებლობები ამ თემებზე რეაგირებისთვის შედარებით შეზღუდულია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ურთიერთობები გამყარდეს ხალხებს შორის, ვგულისხმობ ხალხთა შორის დიალოგს. უნდა აღდგეს და გამყარდეს ნდობა. კონტაქტები ადამიანებს შორის არის ის, რაც მიგვიყვანს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე. სიტუაცია ნამდვილად რთულია, მაგრამ სწორედ ნდობის აღდგენა შეიძლება იყოს გამოსავალი. ხალხისთვის, რომლიც იქ ცხოვრობს, ვითარება ნამდვილად საშიშია. საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აზრით, ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესდეს, რათა იქ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლილიან მორი პასკიემ. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ხმის უფლება შეჩერებული აქვს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ამ უფლების დაბრუნებას მუდმივად ცდილობს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მინისტრთა კომიტეტი, ვფიქრობთ იმაზე, რომ ეფექტური და პოზიტიური გამოსავალი მოვძებნოთ ამ საპასუხისმგებლო და პრობლემური სიტუაციიდან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ევროპის კონტინენტის ყველა მოსახლეზე და იმის გამო, რომ ეს დელეგაცია არ არის ჩვენ შორის, ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ნაწილია იმ 830 მილიონისა. მომხრე ვარ, რომ ერთად დავსხდეთ მაგიდასთან, ვისაუბროთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის. ამ პრობლემის გამო ვერ წყდება ბევრი საკითხი. ფაქტია, რომ სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს. ჯერჯერობით, ეს რჩება გამოწვევად, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. ეს მოცემულობა ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ვთვლით, რომ მინისტრთა კომიტეტმა და საპარლამენტო ასამბლეამ უკეთესი მონიტორინგი უნდა წარმართონ იმის დასადგენად, თუ რა უნდა მოხდეს მაშინ, როცა რომელიღაც დელეგაცია არღვევს ჩვენს წესდებას. როგორ შემოვირიგოთ ის, როგორ დავსვათ ის მოლაპარაკების მაგიდასთან. გარდა ამისა, ჩვენ რეზოლუციაში უკვე ვთქვით, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები. მათ შორის, ფინანსურიც. ორივე ორგანოში – მინისტრთა კომიტეტშიც და საპარლამენტო ასამბლეაშიც, უნდა იმუშაოს ორგანიზაციამ და საწევროც გადაიხადოს“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)