22:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 22:32:01, 1318 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ გოცირიძესთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, მეტროსადგურ გოცირიძესთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა. მეტროსადგურებში მგზავრებს უკვე უშვებენ.

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი ცოტახნის წინ გაითიშა. შეფერხება მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სადენის დაზიანებამ გამოიწვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics