21:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 10:08:44, 1102 ნახვა

საზოგადოება
„არაფრით მისარგებლია“ - ლევან ჯიბღაშვილი მის გათავისუფლებასთან შს მინისტრის პირველი მოადგილის კავშირს უარყოფს

ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან, მაგრამ არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა, ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის გვარს, ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ თავის იურისტებთან კახა ასლანიშვილთან ან ამირან გიგუაშვილთან დარეკვას ითხოვდა.

„ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან პირადი ურთიერთობით. კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით არც ვისარგებლებდი და არც მისარგებლია, ფაქტიც სახეზეა საიდანაც გამოვდივარ მე არაფრით არ მისარგებლია. ემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობ.  სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაჟღერებ“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics