|
2019-04-23 14:04:30, 1704 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვინც ეწინააღმდეგება ენერგოდამოუკიდებლობას, ქვეყნის მტერია
თბილისის მერის, კახი კალაძის გაცხადებით, ველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია. როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დაწყებული პროექტების განხორციელება დღემდე შეფერხებულია. „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას წყლის რესურსი ათვისებული. ხუთი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი, ჰიდროელექტროსადგური, ქარის ელექტროსადგური თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომელიც ევროპული სტანდარტით გავაკეთეთ, არასდროს გაკეთებულა საქართველოში. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელება შეფერხებულია. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე. ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი“, - განცხადა დედაქალაქის მერმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)