|
2019-04-23 13:32:11, 1270 ნახვა
საზოგადოება
საპენსიო სისტემიდან ამ დროისთვის 2 900 ადამიანი გავიდა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში 750 000 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული. სურგულაძის თქმით, საპენსიოს სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. როგორც მან აღნიშნა, საპენსიო შენატანების მოცულობა ამ დროისთვის 175 მილიონ ლარს აღწევს. „რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, გაწევრიანებულია ჩვენს სისტემაში 750 ათასზე მეტი უკვე. საპენსიო შენატანების მოცულობა დაახლოებით გუშინდელი მონაცემებით იყო 175 მილიონი ლარი. მომართვიანობა დიახ არის, არც ისე მაღალი. ამ ეტაპისთვის სისტემიდან გასული არის 2 900 ადამიანი, ანუ ეს არის 750 000 ადამიანიდან 2 900 ადამიანი, დაახლოებით ეს არის 0,4%“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ. ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)