19:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 10:05:20, 1136 ნახვა

საზოგადოება
ტოკიოში ქართული სუფრის კულტურას გაეცნენ

პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ფარგლებში ტოკიოში ღონისძიება „ქართული სუფრა“ გაიმართა, რომელსაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე უძღვებოდა. საგამოფენო სივრცეში „Warehause Terrada” მოწვეულ 120 სტუმარს შორის ღვინის ექსპერტები, იაპონის მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.

საღამოს ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დაესწრნენ. მათმა სტუმრობამ იაპონელებში განსაკუთრებული ემოციები და აღატაცება გამოიწვია.

ღონისძიების მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრისა ტრადიციებისა და ღვინის კულტურის გაცნობა იყო. სხვადასხვა დასახელების ღვინოებთან ერთად სტუმრებისთვის ქართული კერძები სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასულმა მზარეულებმა მოამზადეს.  

„იაპონელებს აქვთ რიტუალის განსაკუთრებული გრძნობა და ჩვენ ვეცადეთ, რომ ქართული სუფრაც თავისებურ ღვინის რიტუალად წარმოგვედგინა, აღგვეწერა ყველაფერი, რისგანაც შედგება ის. ეს იყო ძალიან კარგი დიალოგი და შეხვედრა, ორი სრულიად განსხვავებული კულტურის - ქართულისა და იაპონურის. თუმცა, მე როგორც თამადამ, მათ ვუთხარი, რომ საფუძველში ორივე კულტურას უდევს ერთი რამ - ადამიანური ურთიერთიობები და ადამიანებს შორის დიალოგის მთხოვნილება“ - აღნიშნა ზურაბ ქარუმიძემ.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში „Warehause Terrada”-ში მოწყობილი ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics