19:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 18:37:50, 1247 ნახვა

საზოგადოება
​„ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაიწყოს უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა“ - პრეზიდენტი მოზარდის თვითმკველობას ეხმაურება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ მარტვილში მომხდარ მოზარდის თვითმკვლელობას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, "სასწრაფოდ აღწეროს უკიდურესად ღარიბი ოჯახები და ამ ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს".

„არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას. მე ვერ გავარკვიე რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ, აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები.მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ამავდროულად უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics