19:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 16:16:35, 1069 ნახვა

საზოგადოება
ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი აჭარის გიდებისთვის დასრულდა

ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი აჭარაში  დასრულდა. 60-მდე გიდსა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩ-მკლვევარებმა გადასცეს. სამდღიანი ინტენსიური კურსის დროს მონაწილეები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და სტრატეგიას გაეცნენ. სასწავლო კურსზე ლექციებს დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები კითხულობდნენ. ბათუმის შემდეგ სასწავლო კურსი ქუთაისში ჩატარდება.

„ეს იყო ძალიან საჭირო სასწავლო კურსი გიდებისთვის. ყველა ის თემა, რომელზეც ლექციებს პრაქტიკოსი დიპლომატები კითხულობდნენ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს გააზრებული იგივე ოკუპაციასთან, ევროკავშირი-ნატოს ინტეგრაციასთან, საქართველოს ეკონომიკურ-კულტურულ დიპლომატიასთან თუ საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებთან მიმართებაში. საინტერესო და აქტუალური კურსისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტს. ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ კურსი აჭარაში მოქმედი გიდებისთვის, რაც ვფიქრობ დაეხმარება მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ტურისტებისთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაციების მიწოდებაში", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics