|
2019-04-22 14:37:41, 1672 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი სამადაშვილს: ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, მიხარია
ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, ეს მე მიხარია, მაგრამ არის საერთო ქვეყნის ინტერესები, - ასე უპასუხა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ენმ-ს წევრ, სალომე სამადაშვილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს მოუსმინეს და სხდომის დახურვაზე მსჯელობენ. სიტყვიერი კამათი ირაკლი სესიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კომიტეტის სხდომის დახურვის ინიციატივა გაახმოვანა. სესიაშვილმა აღნიშნა, რომ სამადაშვილი პროვოკაციულ განცხადებებს აჟღერებს. „თქვენი რიგ შემთხვევაში, პროვოკაციული განცხადებები უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, ეს მე მიხარია, მაგრამ არის საერთო ქვეყნის ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ აქამდე, როცა ხელისუფლებაში იყავით, არც დღეს გაქვს, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც ის განსხვავებაა, რომელიც ჩვენ შორის, არის ფუნდამენტალური, როგორც ხშირად გიყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება“, - მიმართა სესიაშვილმა სამადაშვილს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)