|
2019-04-22 12:15:52, 1561 ნახვა
პოლიტიკა
მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე - სახელმწიფომ ბეწვის ხიდზე გაიარა - ხეობა ჰესის მშენებლობას არ შეეგუება
პროვოკაციას აწყობ, როდესაც იცი, რომ ასეთი რამ მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ნიკა მელია გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პანკისის ხეობა ჰესების მშენებლობას არ შეეგუება. „გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. მეორე წელია ხელისუფლებამ იცის მშვენივრად,რომ კატეგორიულად წინააღმდეგია პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰესის მშენებლობის. ამიტომაც იყო მშენებლობა შეჩერებული. წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით,რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული. და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)