|
2019-04-21 17:14:04, 1550 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა პანკისში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება „აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები. ამას ჯანსაღი აზრი, მათ შორის საკუთარი გამოცდილება, მალაპარაკებს. ჰესის აშენება არ აშენება აქ უკვე მეორეხარისხოვანია. პანკისში ივანიშვილმა გეგმაზომიერად ქნა ყველაფერი, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა აღარ ყოფილიყო ფაქტორი - არც მორალური და არც უსაფრთხოების კუთხით. ახლა ეს ყველაფერი სასოწარკვეთილ ადამიანთა ჯანყს გავს, რასაც ძალით ვერ ჩაახშობ. პოლიციისთვის ქვების სროლა ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა ამ მოწოდებასაც არ აქვს აზრი. რასაც ვხედავთ სახელმწიფოებრიობის ეროზიის მკაფიო და ძალიან სახიფათო ნიშანია. ეს ის სიტუაციაა, სადაც მთავრობის "ლეგიტიმური ძალა" ყველა შემთხვევაში ძალადობაა საკუთარი ხალხის მიმართ, რადგან ქვეყანაში ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა დგას. დალპა ქვეყანა და გამოსავალი ერთია - ივანიშვილის და ოცნების წასვლა!
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)