|
2019-04-19 19:37:36, 1467 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი „ოცნებას“: შუშის სასახლეში შეიკრიბეთ და ბიძინას მითითებები იქვე დაამტკიცეთ - ნუ ფლანგავთ ხალხის ფულს
ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე , სადაც უმრაველსობის მიერ ინიცირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტი მეორე მოსმენით იხილება, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. სამადაშვილმა კობახიძეს მოუწოდა განემარტა, თუ რისთვის დასჭირდა მმართველ გუნდს ორი დღე განსახილველად და აღნიშნა, რომ უმრაველსობამ „მასკარადი“ მოაწყო. „ბატონო ირაკლი, თქვენი გამოსვლიდან გასაგებია, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცდება დღეს პარლამენტში, იმიტომ რომ საჭირო არის ასე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, ეს განცხადება გააკეთეთ თქვენ დღეს, რომ ყველაზე სამართლიანი სასამართლო ჰყავს დღეს სასამართლოს და ეს კარგად აისახა „რუსთავი 2“-ის საქმის გადაწყვეტილებაში და ამიტომ „კლანი“ უნდა დარჩეს ადგილზე. ამიტომ რას მოაწყვეთ ეს ორდღიანი მასკარადი?! რას ფლანგავთ ქართველი ხალხის ფულს საპარლამენტო განხილვებზე და რა აზრი აქვს საერთოდ დალოდებას თქვენი ახალი ტექსტის. შუშის სასახლეში შეიკრიბეთ ხოლმე და იქვე დაამტკიცეთ ბიძინას მითითებები და ბრძანებები. რას გვაკარგვინებთ ამ დროს და როგორ აკადრებთ საქართველოს პარლამენტს, რომ კანონპროექტს კენჭს აყრევინებთ და დარიგებულიც არ გაქვთ კანონპროექტი და ნუღარ ფლანგავთ უაზროდ ქართველი ხალხის ფულს, ისედაც არ აქვთ ბევრი“, - მიმართა სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)