|
2019-04-19 17:00:22, 1448 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი: ნინო გვენეტაძე ამბობდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო - ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხები არ მოგვისმენია
"ნინო გვენეტაძე ამბობდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი - დამაჯერებელი პასუხები ამაზე, დღემდე არ მოგვისმენია", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ის პირადად შეხედრია მოსამართლეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გამხდარა. „ალბათ ყველას გვახსოვს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე, ის სრულიად მოულოდნელად გადადგა და მანამდე მან არაერთგზის გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან, ეს არის მისი სიტყვები. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენ არ მოგვისმენია დამაჯერებელი პასუხები მის მიერ გაკეთებულ გადადგომის განცხადებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მე, პირადად შევხვედრილვარ ყოფილ მოსამართლეს, რომელიც ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, რომელსაც თავის მხრივ ზურგს უმაგრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს მოსამართლე საუბრობდა უამრავ პრობლემაზე, რომელსაც მას უქმნიდნენ სამოსამართლო უფლებამოსილების ფარგლებში და რაც აფერხებდა მისი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას“, - აღნიშნა ლომჯრიამ. ცნობისთვის, პლემარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიას აფასებს და დეპუტატებს საკუთარ შენიშვნებს აცნობს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)