|
2019-04-19 16:35:05, 1354 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპული ოჯახის მდგრად უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რუმინეთსა და ბულგარეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მეგობარი ქვეყნებისგან სოლიდური მხარდაჭერა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, შავი ზღვა ხდება უფრო და უფრო აქტუალური საერთაშორისო პოლიტიკაში და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, მათ შორის იმ ინსტიტუტებისთვის , საითაც საქართველო მიისწრაფვის. „რუმინეთი და ბულგარეთი არიან ჩვენი ერთგული მეგობრები. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ორივე სახელმწიფოს იმ ერთგული მეგობრობისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოს მიმართ. ორივე ქვეყანა გახლავთ საქართველოს მხარდამჭერი ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებში, რომ გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრები. ორივე ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, საქმიანი და რაც მთავარია შედეგებზე ორიენტირებული",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ნატოს გადაწყვეტილებას, რომ სწორედ შავი ზღვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონი მათთვის. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნატოს ყველა ქვეყანასთან შავ ზღვაში, საქართველომ ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს. „როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სატრანსპორტო მიმართულება. ამ მხრივ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ლოგისტიკა არის ერთგვარი ბარიერი იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტად გაზარდოს ვაჭრობა ევროკავშირთან, დაეხმაროს სხვა ქვეყნებს ჩვენი რეგიონიდან, რომ მათ გაზარდონ ვაჭრობა ევროკავშირთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით როგორც რუმინეთს ასევე ბულგარეთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენს მხარდასაჭერად, რაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად განხორციელდება",- აღნიშნა პრემიერმა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის დროს საუბარი შეეხო ახალ და ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ, კიდევ უფრო წარმატებულ დონეზე აიყვანს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)