18:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 16:04:49, 1553 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26-ში ხორციელდება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება ჩვენს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაკმაყოფილოთ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ამ დროისთვის, 60-მდე სხვადასხვა პროექტია დაფინანსებული“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

მიმდინარე წელს სადარბაზოების რეაბილიტაცია რვა მისამართზე უკვე განხორციელდა. ვაჟა-ფშაველას N26-ის პარალელურად, სამუშაოები დამატებით, 14 მისამართზე მიმდინარეობს.

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ამ დროისთვის, 11 ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება, შვიდი ლიფტის შეკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

საბურთალოს გამგეობის მიერ სადარბაზოების რეაბილიტაცია 406 621 ლარით, ხოლო ლიფტების შეკეთება 426 241 ლარით ფინანსდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics